საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

საქართველოს სომხეთში, ეგვიპტეში, შვედეთში, ფინეთსა და ინდოეთში ახალი ელჩები წარმოადგენენ.

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას გიორგი საგანელიძე 1 ივლისიდან შეუდგება.

ასევე, 2016 წლის 1 ივლისიდან დაიკავებენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობებს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი, შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში მალხაზ კაკაბაძე, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკაში არჩილ ძულიაშვილი

კომენტარის დატოვება