არცერთი ხმა ივანიშვილს და არცერთი ხმა მის კუდს, გახარიას – ლაშა ჩხარტიშვილი

დღეს ივანიშვილია პასუხისმგებელი სააკაშვილის დანაშაულზეც და საკუთარ დანაშაულზეც – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლაშა ჩხარტიშვილმა ,,ფორმულას” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მრავალპარტიულობის გარეშე შეუძლებელია სამართლიანობის მიღწევა.

,,დღეს ივანიშვილია პასუხისმგებელი სააკაშვილის დანაშაულზეც და საკუთარ დანაშაულზეც. მთავარია, რომ დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, დავასრულოთ ერთპარტიულობა. მხოლოდ მრავალპარტიულობითაა შესაძლებელი, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. არჩევითი მოსამართლეები, პოლიცია, რომელიც მოთხოვს პასუხს ყველას. მათ შორის გახარიასაც, ივანიშვილსაც, სააკაშვილსაც. მანამდე ამ ქაოსში სამართლის პოვნა არის შეუძლებელი. მე მინდა ამომრჩეველს ვთხოვო, რომ პირველლი – არცერთი ხმა ივანიშვილს, მეორე – არცერთი ხმა მის კუდ, გახარიას” – განაცხადა ჩხარტიშვილმა.