ივანიშვილი არის ეროვნული ქურდი, რომელმაც შეისყიდა საქართველო და გადააქცია ბიტკოინების მწარმოებელ საწარმოდ – 2 ოქტომბერი უნდა იყოს ახალი მზის ამოსვლა საქართველოსთვის – შალვა ნათელაშვილი

2 ოქტომბერი უნდა იყოს ახალი მზის ამოსვლა საქართველოსთვის – ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ,,ფორმულას” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანები სახლში გამოკეტილიყვნენ.

,,8 000 გვამი სახეზეა ივანიშვილის დანაშაულებრივი, კოვიდ გენოციდის შედეგად. ხელისუფლებაში შეგნებულად გააკეთეს ყველაფერი, რათა არ განვლილიყო პანდემიის საფრთხე და გამოღვიძებულ ხალხს არ დაემხო ხელისუფლება. ეს ყველაფერი გაკეთდა შეგნებულად, რომ ადამიანები გამოკეტილიყვნენ სახლებში.

ივანიშვილი არის ეროვნული ქურდი, ტრანსნაციონალური კრიმინალი, რომელმაც შეისყიდა საქართველო და გადააქცია ბიტკოინების მწარმოებელ საწარმოდ. სწორედ ამიტომ ორი ოქტომბერი უნდა იყოს ახალი მზის ამოსვლა საქართველოსთვის, ახალი საქართველოს დაბადება, რეჟიმის შეცვლის დასაწყისი და მთელი მსოფლიოსათვის იმის განცხადება, რომ საქართველომ აირჩია დამოუკიდებლობა,” – განაცხადა ნათელაშვილმა.