ამირან გამყრელიძე – ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, არ მგონია, ამ კუთხით დღეს განსაკუთრებული ცვლილებების საჭიროება არსებობდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მკურნალობის პროტოკოლის განახლება მუდმივად ხდება, თუმცა დღესდღეობით რამე განსაკუთრებული ცვლილებების საჭიროება არ უნდა არსებობდეს.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის არსებული პროტოკოლი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.

„მკურნალობის პროტოკოლის განახლება მუდმივად ხდება. კლინიკური ჯგუფი ამაზე მუდმივად მუშაობს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩვენი პროტოკოლი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, გაიდლაინებს, რაც არის. თუ რამე სიახლე ჩნდება, რა თქმა უნდა, აისახება ხოლმე საქართველოს პროტოკოლში. არ მგონია, რომ დღეს რამე განსაკუთრებული ცვლილებების საჭიროება არსებობდეს. ის, რაც დღეს საერთაშორისო პროტოკოლებშია, საქართველოს პროტოკოლში ასახულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password