ბადრი ჯაფარიძე – ეს საქმე ცალკე შესწავლის საგანია თუ როგორ შეიძლება გაირყვნეს პროკურატურა, დაიქვემდებაროს პოლიტიკურმა ძალამ მართლმსაჯულება

ეს საქმე არის სამაგალითო და ცალკე შესწავლის საგანი თუ როგორ შეიძლება გაირყვნეს პროკურატურა, დაიქვემდებაროს პოლიტიკურმა ძალამ მართლმსაჯულება და სადამდე შეიძლება მივიდეს ბრალდების აბსურდულობა, – ამის შესახებ ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მისი, მამუკა ხაზარაძის და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი იმართება.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, არ არსებობს მოწმე, რომელიც გაამყარებს ბრალდების მხარის პოზიციას და ყველა მათგანი ბრალდების საწინააღმდეგოდ აძლევს ჩვენებას.

,,ისეთი მოწმე, რომელიც გაამყარებს ბრალდების მხარის პოზიციას ბუნებაში არ არსებობს, ეს არის შეთითხნილი ბრალდება და პოლიტიკური დევნის საფუძველი. მათი მოწმეებიც კი აძლევენ მათთვის საწინააღმდეგო ჩვენებებს, ეს საქმე არის სამაგალითო და ცალკე შესწავლის საგანი უნდა გახდეს როგორ შეიძლება გაირყვნეს პროკურატურა, დაიქვემდებაროს პოლიტიკურმა ძალამ მართლმსაჯულება და სადამდე შეიძლება მივიდეს ბრალდების აბსურდულობა”, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.