დაჭრა ვერაზე – ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ტყვია ესროლეს

ვერაზე, ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ტვია ესროლეს. შემთხვევა ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.