ეკლესია არის ხელისუფლების იარაღი შავრაზმული პროპუტინული იდეოლოგიისთვის – გიგა ბოკერია

ეკლესია არის ხელისუფლების იარაღი შავრაზმული პროპუტინული იდეოლოგიისთვის – ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს ერთადერთი ამოცანა, შეინარჩუნოს ივანიშვილის რეჟიმი.

,,ჩვენ არ გვაქვს საქმე უბრალოდ არანორმალურ ხელისუფლებასთან. ჩვენ გვაქვს საქმე რეჟიმთან, რომელიც პრინციპულად არ არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე. ის არის ანგარიშვალდებული იმ ერთი ადამიანის წინაშე.

ხელისუფლებას აქვს ერთადერთი ამოცანა, შეინარჩუნოს ივანიშვილის რეჟიმი. სხვა ამბიცია მას არ გააჩნია. პუტინის რუსეთი, ორგანიზებული დანაშაული, მოძალადე ჯგუფები – ეს ამოცანები მათ არ გააჩნიათ. სხვადასხვა ვითარებაში და დოზით ეს ძალები მათთან არიან შეკრულები.

ჩვენ 9 წელია გვყავს ხელისუფლება, რომლის დროსაც არცერთი შემთხვევა არ არსებობს პუტინის რუსეთის სპეცსამსახურის საქმიანობის გამოვლინების.

ეკლესია არის ხელისუფლების იარაღი შავრაზმული პროპუტინული იდეოლოგიისთვის. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიაში აკონტროლებდეს ვითარებას,” – განაცხადა ბოკერიამ.