ყველანაირი ამბიცია გადადებული მაქვს უკან – ერთი რამ რაც მამოძრავებს არის ის, რომ ეს ქვეყანა შევქმნათ 21-ე საუკუნის სტანდარტებით – მამუკა ხაზარაძე

,,ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მზადაა ყველას ესაუბროს იმისათვის, რომ საქართველო გადარჩეს.

მისივე თქმით, არჩევნებზე გადამწყვეტ სიტყვას იტყვის ხალხი.

,,ან ჩვენ ვიქნებით კორუფციის, ნეპოტიზმის, სიღარიბის ქვეყანაში ან სერიოზულ უარს ვეტყვით ქვეყნის ასეთ მდგომარეობას. არჩევნებზე გადამწყვეტ სიტყვას იტყვის ხალხი. პირველი ამოცანა არის მისვლა არჩევნებზე, იმედის არდაკარგვა. მე მინდა შეგაგულიანოთ ყველა, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი ეს ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მძიმე მდგომარეობიდან. მე არ ვლაპარაკობ ამას მხოლოდ ჩემი სახელით. ,,ქართულ ოცნებაშიც” არის ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, როემლიც შინაგანად ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს. მზად ვარ ყველას ვესაუბრო ჩვენი პარტიის სახელით, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ,” – განაცხადა ხაზარაძემ.