რა თქმა უნდა, გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ „კოკაინის” მოხმარების ბრალდება, ტიპიური რუსული ხელწერაა – სააკაშვილი

მე, რა თქმა უნდა, გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა“,- ასე ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების”  თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას „კოკაინშიკი“ უწოდებს.

„ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახოდნენ ზუსტად იგივეს.

ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია. ვიღაცა ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ გაუმეორებენ, ვიღაცა არის “კოკაინშიკი” მერე ნაწილი მართლა იჯერებს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა დონის ნაძირლებთან და მატყუარებთან გვაქვს საქმე.

ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ კალაძე აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს ამ ბრალდებებს, რაც ზუსტად მიუთითებს, რომ საერთოდ არაფრით არ განსხვავდება დანარჩენი „ოცნების“ ბანდისგან, გარდა კარგი რუჯისა და შედარებით უკეთესი გარეგნობისა“, – წერს სააკაშვილი.

ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის ეთერში” გიორგი გახარიას „კოკაინშიკი“ უწოდა.