„რამდენიმე პატიმარი მღვდლისგან მაქვს გაგებული თითქოს დაპირისპირება ჰქონდათ და მერე შერიგდნენ, ძმაკაცები იყვნენ, – ბავშვის ნათლია იყო ნიკას მამა – სასულიერო პირი კვარაცხელიას მკვლელობაში კაკულიების როლზე

მღვდელი ლევან ფირცხალაიშვილი გამორიცხავს გავრცელებულ ვერსიას, რომ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში  სავარაუდო კავშირში კაკულიებს ჰქონდეს და მათ თითქოს შურისძიება ამოძრავებდათ.

„ესენი, რომ შერიგებულები იყვნენ, ვიცი. მგონია, რომ მეგობრები იქნებოდნენ ბავშვები, რადგან გია ნათლიაა და აბსურდული ვერსიაა. მე პატიმრებისგან მაქვს გაგებული, რამდენიმე მღვდლისგან რომლებიც ყოფილი პატიმრები არიან, რომ თითქოს დაპირისპირება ჰქონდათ და მერე შერიგდნენ, მაგათი დაპირისპირება რა უნდა ყოფილიყო. მძიმე დაპირისპირება რა ექნებოდათ, ძმაკაცები იყვნენ, ბავშვის ნათლია იყო და ისეთი რა უნდა ყოფილიყო, არ ვიცი,”- აცხადებს მღვდელი ლევან ფირცხალაიშვილი „რუსთავი 2″ – თან.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით საქმე 20 წლის წინ მოკლულ ე.წ. კანონიერ ქურდს, დავით კაკულიას – მეტსახელად დათო „თბილისსკის” და მისი შვილების შურისძიებას ეხება. შურისძიება კი, დაკავშირებულია მოკლული ნიკოლოზ კვარაცხელიასთას მამასთან, რომელიც ასევე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტია.