უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა

უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც მეგის ქარდავა იმყოფებოდა, თბილისის აეროპორტში უკვე დაეშვა. ქარდავას ბრალს აეროპორტშივე წაუყენებენ, რის შემდეგაც მას რუსთავის #მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.