2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

2021 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.7 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 421.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი – 377.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 347.0 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 075.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 634.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 519.5 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 517.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 293.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 265.5 მლნ. აშშ დოლარით.

ხოლო , უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 547.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 492.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 445.9 მლნ. აშშ დოლარით.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password