შეიძლება გქონდეთ პატარა პრობლემა, მაგრამ მთავარია, რომ ვაქცინაციის დროს არ გქონდეთ სიცხე – გიორგი ფხაკაძე

შეიძლება გქონდეთ პატარა პრობლემა, მაგრამ მთავარია, რომ ვაქცინაციის დროს არ გქონდეთ სიცხე  – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე, ლაივ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ადამიანს არ აქვს სიცხე, ვაქცინაციის დროს არ შეექმნება არანიაირი პრობლემა.

,,ჩვენ ყველა ვართ ადამიანები, ათასი რაღაც გვაწუხებს. ათასი პრობლემა გვექნება ყოველთვის ზოგ პატარა, ზოგს დიდი. 100%ით ჯანმრთელი ადამიანი არ არსებობს. შეიძლება გქონდეთ პატარა პრობლემა, მაგრამ მთავარია, რომ ვაქცინაციის დროს არ გქონდეთ სიცხე. სიცხე თუ არ აქვს ადამიანს, ესეიგი მის ორგანიზმში ანთებითი პროცესი არ მიმდინარეობს და აცრის დროს არ შეექმნება არანაირი პრობლემა” – განაცხადა ფკახაძემ

რაც შეეხება ორსულებს, ფხაკაძის თქმით, ისინი ვაქცინაციით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ბავშვსაც იცავენ.