დაპირისპირება სასამართლო დარბაზში – მამუკა ხაზარაძემ პროკურორებს არაკვალიფიციურები უწოდა და მათი საქმიდან ჩამოშორება მოითხოვა

საქალაქო სასამართლოში ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის პროცესზე ხმაურია.

პარტია “ლელოს” ლიდერები საქმის პროკურორს დაუპირისპირდნენ. ჩხუბი ბრალდებულებსა და პროკურორებს შორი მაშინ დაიწყო, როდესაც ბრალდების მხარემ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ფულის გათერებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს ჯერ გადაწყვეტილება საქმეზე არ გამოუცხადებია, პროკურორმა ხაზარაძე და ჯაფარიძე სესხის პირადი მიზნებისთვის აღებაში დაადანაშაულა.

,,ეს არის ბინძური ტყუილი, თქვენ ხართ მატყუარები”, – მიმართა ბადრი ჯაფარიძემ პროკურორს.

საპასუხოდ, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პროკურორებს ხელისუფლების მონები უწოდა. მოსამართლემ ორივე მხარეს კორექტულობისკენ მოუწოდა.