მამუკა ხაზარაძე – „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა გააღატაკა, გააღარიბა, ინვესტორები გაყარა

თუ გვინდა სამუშაო ადგილები, შემოსავალი, საჭიროა, „ქართული ოცნების“ ჩამოშორება ხელისუფლებიდან, ნდობის აღდგენა, ინვესტორებთან საუბარი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ენკასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტორები საქართველოში საქმიანობისგან თავს შეიკავებენ.

„ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა გააღატაკა, გააღარიბა, გაყარა ინვესტორები. უამრავი სხვა ინვესტორი აპირებდა რაღაცას ამ ქვეყანაში და იმედის თვალით უყურებდა, პირდაპირ გეუბნებით, რომ აქეთ აღარავინ გამოიხედავს. თუ გვინდა სამუშაო ადგილები, შემოსავალი, საჭიროა, „ქართული ოცნების“ ჩამოშორება ხელისუფლებიდან, ნდობის აღდგენა, ინვესტორებთან საუბარი და იმ ნაბიჯების გადადგმა, რასაც სხვა ნორმალური ქვეყანა დგამს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.