ვთავაზობ გიორგი გახარიას სამართლებრივ მხარდაჭერას, როგორც ამ საქმეში გამოცდილი საერთაშორისო სამართლის იურისტი – ანა დოლიძე

„აბსოლუტურად მიუღებელია ნარკოდამოკიდებულების თემით მანიპულირება“,-  ამის შეასხებ პარტია „ხალხისთვის“ თავდომარემ, ანა დოლიძემ პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიას ნარკოტესტთან დაკავშრებით განივითარებულ მოლენებზე საუბრისას განაცხადა.

დოლიძის თქმით, იგი მზად არის  წარმოადგინოს გახარია  თბილისისა და სტრასბურგის სასამართლოებში.

„აბსოლუტურად მიუღებელია ნარკოდამოკიდებულების თემით მანიპულირება, ანუ ნარკოდამოკიდებულების კიდე უფრო სტიგმატიზაცია ვიდრე დღეს არის, ამიტომ მე მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით მაქვს მკვეთრი წინააღმდეგობა გიორგი გახარიასთან, როგორც ამ საქმეში გამოცდილი საერთაშორისო სამართლის იურისტი ვთავაზობ მას სამართლებრივ მხარდაჭერას. მზად ვარ წარმოვადგინო ის თბილისის სასამართლოებში ცილისწამების საქმეზე, უტიფარ ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში და ასევე, წარმოვადგინო ის სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რათა მან იბრძოლოს საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვისთვის“, – აღნიშნა ანა დოლიძემ

ცნობისთვის, გუშინ ირაკლი კობახიძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იცის, თუ ვინ გაასინჯა გიორგი გახარიას კოკაინი. მისი თქმით ეს იყო ერთი ქალბატონი.