თუ კანონებშია ხვრელები, გასწორდეს კანონები!..

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

რატომ უნდა ჰქონდეთ დეპუტატებს თვითმმართველობის საკრებულოს სხდომაზე შესვლის უფლება? შესაცვლელია კონსტიტუციის ეს ჩანაწერი.

ჯერ მივიღეთ კონსტიტუცია, 1995 წელს.

შემდეგ მივიღეთ კანონი თბილისის მერიის შესახებ, 1998 წელს.

თვითმმართველობასთან რა შეხება აქვს პარლამენტს, რატომ უნდა ჰქონდეთ დეპუტატებს იმის უფლება, რომ ან დაუბრკოლებლად შევიდნენ, ან მუშაობის ჩაშლით დაიმუქრონ. დეპუტატებმა წერონ კანონები და არეგულირონ თვითმმართველობის საქმიანობა. ჩარევის და ზედამხედველობის უფლება არავის აქვს.

როცა მიიღეს თვითმმართველობის შესახებ კანონი, თავის თავს ხომ არ შეზღუდავდნენ?

ერთია მერიაში ან სხვა საჯარო დაწესებულებებში შესვლა, მეორეა საკრებულოს სხდომა.

არც მმართველი, არც სხვა პარტიის დეპუტატს თვითმმართველობაზე ზეწოლის უფლება არ უნდა ჰქონდეს.
თუ არის დარღვევა, არსებობს სასამართლო.

თუ კანონებშია ხვრელები, გასწორდეს კანონები!