„დაბრუნება სოხუმში“ – წიგნად გამოცემული გურამ ოდიშარიას რეალური ისტორიები

„დაბრუნება სოხუმში“ – გურამ ოდიშარიას რეალური ისტორიები

 

გამომცემლობა „კულტურნაია რევოლიციას“ მიერ რუსეთში გურამ ოდიშაიას კრებული „დაბრუნება სოხუმში“ გამოიცა.

კრებული სამ რომანს – „პრეზიდენტის კატა“, „სოხუმში დაბრუნება“, „სათვალიანი ბომბი“ და ერთ ვრცელ მოთხრობას „ძმისშვილი“ აერთიანებს.

ნაწარმოებები რუსულ ენაზე თამარა გაიდაროვამ და ინესა მიქაძემ თარგმნეს.

წიგნის პრეზენტაცია დღეს, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ კავკასიურ სახლში გაიმართება. პრეზენტაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი, გამომცემლობის „კულტურნაია რევოლიცია“ ხელმძღვანელი იგორ ებანოიძე, ლიტერატურათმცოდნეები და თავად ავტორის მკითხველი დაესწრება.

წიგნში შესული ნაწარმოებების, ისევე როგორც გურამ ოდიშარიას შემოქმედების ძირითადი თემა აფხაზეთი და ქართულ-აფხაზური ურთიერთობებია. ყველა მათგანი, ავტორის მშობლიურ ქალაქ სოხუმსა და ზოგადად, აფხაზეთში განვითარებულ რეალურ ისტორიებს ეყრდნობა.

კომენტარის დატოვება