მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკების დროს ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა

მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკების დროს ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცი ფრანგული დანაყოფის წევრი იყო, რომელიც მალისა და ბურკინა-ფასოს საზღვარზე მდებარე ტყეშია დისლოცირებული. სამინისტროს ცნობით, მოკლული ფრანგი ჯარისკაცი მაქსიმ ბლასკო, იმ ფრანგული ქვედანაყოფის წევრი იყო, რომელიც მალი-ბურკინა ფასოს საზღვარზეა დისლოცირებული.

გავრცელებული ცნობით, ფრანგი ჯარისკაცი სნაიპერმა მოკლა. ლიკვიდირებულია თავად სნაიპერიც. 2013 წლიდან, როდესაც საფრანგეთმა მალიში კონტრტერორისტული ძალები განალაგა, 50 ფრანგი ჯარისკაცია დაღუპული.