„ფაიზერის“ გამოყენების ვადა 3 თვით გახანგრძლივდა – ეს არ არის მინისტრის მოსაზრება, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ფაიზერის“ გამოყენების ვადა აშშ-ის წამლის სააგენტოს მიერ სამი თვით გახანგრძლივდა.

„22 სექტემბერს ოფიციალურად ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA-მ) გამოაქვეყნა ოფიციალური დოკუმენტი, სადაც კვლევებზე დაყრდნობით მითითებულია „ფაიზერის“ ვაქცინის გამოშვების ყველა დოზის შემდგომ 3 თვიანი დოზის გახანგრძლივება.

მაგალითად თუ აგვისტოში გასდიოდა ვადა, ის შესაძლებელია გამოგონებული იყოს მომდევნო 3 თვე, თუ იანვარში გასდიოდა – შემდგომი სამი თვე, ეს არ არის მინისტრის მოსაზრება, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფორმაციისთვის, „ფაიზერის“ ვარგისობის ვადასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ „ჩვენ მათი ათვისების გარანტია გვაქვს. ამ ვაქცინის ვარგისობა 6 თვიდან 9 თვემდეა გაზრდილი. აქედან გამომდინარე, ვაქცინების გაფუჭების რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულად მოხსნილია“.