ეს არის ძალიან ბევრი სიცრუე არეული ცოტა სიმართლეში და აქიდან შექმნილი რაღაცა ამბები – მეუფე თეოდორე

სუს-იდან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებზე სასწრაფო გამოძიებას ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე მოითხოვს.

ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი ამბობს, რომ ფაილების ნაწილს გაეცნო, დარწმუნდა რომ ჩანაწერებში სიმართლე და ტყუილი ერთმანეთშია არეული, რის გამოც სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვის აწყობდა ჩანაწერებში ის ცილისწამებები, რაც სასულიერო პირების მიმართ წერია.

,,ეს არის ძალიან ბევრი სიცრუე არეული, ცოტა სიმართლეში და აქიდან შექმნილი, არა არსებული, არამედ შექმნილი რაღაცა ამბები. შინაარსთან დაკავშირებით მე ვერანაირ კომენტარს გავეკეთებ. მოვითხოვ, რაც შეიძლება მალე ჩატარდეს გამოძიება, დადგინდეს სიმართლე. ვითხოვ, აუცილებელია, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ამ პირადი ინფორმაციის (თუ ეს სიმართლეა, შეუიძლება ეს არის სიცრუე) გასაჯაროება და ტირაჟირება. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ეკლესიისთვის. ეს არ არის რომელიმე პარტიისთვის ან მიმდინარეობისთვის ცუდი, ეს ცუდია მთლიანად სახელმწიფოებრიობისთვის. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევწტვიტოთ ამის ტირაჟირება”- აცხადებს სასულიერო პირი.