ახსენით არტახები ამ ქვეყანას, მას ახალი სისხლი, ახალი სახელები სჭირდება(!!!)…

ბონდო ქურდაძე

ჟურნალისტი, პოლიტიკური ემიგრანტი. პარიზი.

ჟურნალისტი და პოლიტიკური ემიგრანტი ბონდო ქურდაძე პარიზიდან კახა კალაძეს და  მთელ “ქართულ ოცნებას”  მიმართავს:

-“კარგი რა, კახა, ძაან ნუ გაუტიე, რითია შენზე ნაკლები ჯონდი ბაღათურია, მარტო რომ ეომებოდა სააკაშვილს, ან თამაზ მეჭიური, თუნდაც ირმა ინაშვილი და ბევრი სხვა, მაგარი ვაჟკაცობა ნუ გგონიათ, აეფარო ბიძინა ივანიშვილს და ისე მოხვდე პარლამენტაში…

გაიგეთ კაცო, რომ ბიძინა ივანიშვილის სიყვარული და პატივისცემა, არ ნიშნავს “ოცნების“ სიყვარულსა და პატივისცემას და არც “ნაციონალების“ სიძულვილი ნიშნავს იმას, რომ ხალხი მაინცა და მაინც “ოცნებას“ მისცემს ხმას, წადით ჯერ სულხან მოლაშვილის სამძიმარზე, დახარეთ თავები მის კუბოსთან და პატიება სთხოვეთ, აუხსენით რატომ დადის მისი მწამებელი ბოკერია დაუსჯელად, გაარკვიეთ რა ამინისტიებს ამზადებს თქვენი მოყვანილი პრეზიდენტი და რა ძალა გამოყავს საარჩევნოდ ციხეებიდან, შეხედეთ მერე გაძვალტყავებულ ქართველ ხალხს, კითხეთ როდის დანაყრდენ, რა უყიდეს შვილებს, შვილიშვილებს ბოლოს და მერე მოითხოვეთ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლა(!)…

შეიგნეთ ყველამ, რომ საქართველოს მულტი-პარტიული საპარლამენტო სისტემა სჭირდება და არა მორჩილი უმრავლესობის მონური ფსიქოლოგიური მართველობა, ახსენით არტახები ამ ქვეყანას, მას ახალი სისხლი, ახალი სახელები სჭირდება(!!!)…”

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება