გია ვოლსკი – ოპოზიცია ზოგადად ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ აქვთ სურვილი, დარტყმა და ზარალი მიაყენონ ქვეყნის იმიჯს, რომელიც შეიძლება, მათ და ჩვენს შვილებს დახვდეთ წინ

ოპოზიცია ზოგადად ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ აშკარაა და აქ შეკითხვაც არ ისმის, რომ აქვთ სურვილი, ისეთი დარტყმა და ზარალი მიაყენონ ქვეყნის იმიჯს, რომელიც შეიძლება, მეორე დღეს უკვე მათ და საერთოდ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას დახვდეთ წინ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შესახებ ოპოზიციის შეფასებებთან დაკავშირებით განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, „ეს ვერ მოხდება, რადგან პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა საერთაშორისო რეიტინგებიდან გამომდინარე და იმ რეალური პროცესების ანალიზის საფუძველზე, რომელიც მარტო საქართველოში არ კეთდება და მარტო ჩვენთვის არ არის თვალსაჩინო“.

„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა მთელი რიგი მიმართულებით. ეკონომიკა იქნება ეს, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მსოფლიოსი არსებული ვითარება, რეგიონალური დაძაბულობა, ამ თემაზეც რა თქმა უნდა სიღრმისეული ანალიზი გააკეთა პრემიერ მინისტრმა და საინტერესო წინადადებაც ჩამოაყალიბა, რაზედაც კონსულტაციები გაგრძელდება პარტნიორ ქვეყნებთან. ვინაიდან რეგიონი მართლაც მოითხოვს დამატებით ფორმატს უსაფრთხოების საკითხებზე პოზიციათა შეჯერების მიზნით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.