რთველის დასრულების შემდეგ აცრის პროცესი უფრო გააქტიურდება – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღეს კახეთში, სოფელ ყარაჯალაში იმყოფებოდა და არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ის აღნიშნავს, რომ თუ მოხდება მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობის იმუნიზაცია ოქტომბერ-ნოემბერში, მეხუთე ტალღა მსუბუქი იქნება.

„მომავალი სამი თვე უნდა იყოს ინტენსიური. ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისი გაქვს, ამიტომ ვთავაზობთ ადამიანებს ავიცრათ, აცრის გარეშე ამ ეპიდემიას ვერ დავასრულებთ.

ვიმედოვნებ, რომ რთველის დასრულების შემდეგ კახეთში აცრების პროცესი გააქტიურდება – გვპირდებიან ყველა შეხვედრაზე, რომ რთველის დასრულების შემდეგ აცრის პროცესი უფრო გააქტიურდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.