გიორგი ვაშაძე IPSOS-ის კვლევაზე – თავს ნუ დავიმშვიდებთ, დიახ, ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ამ კვლევებითაც ჩანს, რომ ცვლილებას მაქსიმალური აქტიურობა სჭირდება

ამ კვლევებით თავს ნუ დავიმშვიდებთ. დიახ, ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ამ კვლევებითაც ჩანს, რომ ხელისუფლების ცვლილებას მაქსიმალური აქტიურობა სჭირდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს IPSOS-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

„შეიძლება მშვიდობიანი პროტესტი დაგვჭირდეს და ეს ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რომლითაც უნდა მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს”,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, IPSOS-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ხმას კახა კალაძეს გამოკითხულთა 41% მისცემს, ნიკა მელიას – 36%, გიორგი გახარიას – 13%.