ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ნამახვანჰესის“ პროექტი შედგეს, აი, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას – ნათია თურნავა

ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ნამახვანჰესის“ პროექტი შედგეს, აი, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას – ამის შეასხებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, იმედია რომ ქართული მხარე „ენკა“-სთან საარბიტრაჟო სასამართლოში არ აღმოჩნდება და როგორც აღნიშნა, ყველაფერი კეთდება, რომ საკითხი მოლაპარაკებით მოგვარდეს.

„ვინაიდან დღეს არის ვითარება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში, ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქმე დავამდე არ მივიდეს და საკითხი მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს. კვალავაც ვადასტურებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია “ნამახვანის“ პროექტი და ზოგადად, ქართული ენერგეტიკა, ქართული ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. აქედან გამომდინარე ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. შეიძლება განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან პირობების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.