იბერია ბიზნეს ჯგუფი განმარტებას აკეთებს

იბერია ბიზნეს ჯგუფის განცხადება

-სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, გარკვეული ადამიანების ჯგუფი, შეგნებულად ავრცელებს პოლიტიკურად მოტივირებულ, წილისმწამებლურ განცხადებებს იბერია ბიზნეს ჯგუფის და მის ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მისამართით.  ამ ცილისმწამებლური კამპანიის მიზანი არის პოლიტიკური და ემსახურება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის,ბნ. ტარიელ ხეჩიკაშვილის საქმიანობისადმი ჩრდილის მიყენებას.

გვინდა გამოვეხმაუროთ ბნ. გიორგი კაპანაძის მიერ ინტერნეტ პორტალ bpn-ზე განთავსებულ დეზინფორმაციულ და ცილისმწამებლურ სტატიას, იბერია ბიზნეს ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ მოგებული ტენდერებისა და ავტომობილების რეალიზაციების შესახებ.

გვინდა მოგახსენოთ, რომ იბერია ბიზნეს ჯგუფი საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 1999 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანია მონაწილეობას იღებს კონკურენტუნარიან ტენდერებში, სადაც ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ბრენდების ავტომობილების  გამარჯვების ძირითადი მიზეზი, არის შეთავაზებული ავტომობილების და სერვისის ფასი, ხარისხი და მომსახურება.ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს არ არის კონკრეტულად ტენდერებისათვის შექმნილი კომპანია, რისი პრეცენდენტიც მრავლად იყო ნაციონალური მოძრაობის დროს და ახლა, ამ პარტიის ყოფილი წევრების მხრიდან კომპანიის მისამართით ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

გაჟღერდა აზრი, თითქოს იბერია ბიზნეს ჯგუფის რეალიზაციები მინისტრტარიელ ხეჩიკაშვილის გავლენის შედეგია. პირველ რიგში, გვინდა მოგახსენოთ, რომ შსს მომსახურების სააგენტო იბერია ბიზნეს ჯგუფთან, კერძოდ კი ფოლკსვაგენთან  თანამშრომლობს 2004 წლიდან. ასევე, აღსანიშნავია ფაქტი, რომ ჯგუფის რეალიზაციები სახელმწიფო უწყებებთან მიმართებაში გაცილებით უფრო მაღალი იყო 2015 წლის მაისამდე, ვიდრე მას შემდეგ.კერძოდ 2011-2014 წლებში, იბერია ავტო ცენტრის და იბერის სერვისის (შკოდა) მიერ, ტენდერებში მოგებული ავტომობილების რაოდენობა შეადგებს 1157 ერთეულს (40,401,831.00 ლარი, ), ხოლო 2015-2017 წლებში 444 ერთეულს ( 20,250,572.00 ლარი). თუმცა ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ 2017 წლის მონაცემები (176 ერთეული ავტომობილი, ღირებულება 8,642,860 ლარი) არის მოგებული ტენდერის ციფრი, არ ნიშნავს რეალიზაციას და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტენდერი უქმდება.

იბერია ბიზნეს ჯგუფის რეალიზაციები სახელმწიფო უწყებებთან მიმართებაში 2011-2015 წლის მაისამდე შეადგენს 2433 ავტომობილს (72, 822, 090.2 ლარი), ხოლო 2015 წლის მაისიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით 396 ავტომობილს ( 14,863,080 ლარი).  ჩვენი ავტომობილების რეალიზაციები განპირობებულია ტენდერებში გამარჯვებით და არა ზეპირი მოლაპარაკებების საფუძველზე.

ასევე გვსურს გავაკეთოთ განმარტება ფორდის მარკის ავტომობილებთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ ფორდი არის ჩვენი კონკურენტი ბრენდი, ჩვენ შეფასებული გვყავდა მისი ავტომობილები, ამიტომ შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ შკოდას უპირატესობა ტენდერში ცალსახად განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით: ფორდის მარკის ავტომობილების ღირებულება, ისევე როგორც ფლობის შემდგომი სერვისი და საწვავის ხარჯი იყო ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე შკოდას ავტომობილების.  ამ ყველაფრის შესახებ უფრო კონკრეტული და დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შსს მომსახურების სააგენტოდან.

ასევე საყურადღებოა, რომ 2014 წელს, მაშინ როდესაც სახელმწიფო უწყებების მიერ შეძენილი იქნა  160 ერთეული ფორდის მარკის ავტომობილი, იმავე პერიოდში ამავე უწყებების მხრიდან, მოხდა 200 ერთეული შკოდას ავტომობილის შეძება. ამის ძირითადიმიზეზი კი იყო შკოდას სანდოობა და წარსულში ფლობის გამოცდილება.

ჩვენთვის ძალზედ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გარკვეული ჯგუფები და მედიასაშუალებები, იმდენად არიან მოტივირებულები ჩრდილი მიადგეს კომპანიის ადამინისტრის საქმიანობას, რომ არ ერიდებიან დეზინფორმაციულ და აბსურდულ განცხადებებს. გვინდა ხასგასმით ავღნიშნოთ, თუ ცილისმწამებლური განცხადებები ჩვენი კომპანიის მისამართით კიდევ გაგრძელდება, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ვეძებოთ სამართლებრივად ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები და მივმართოთ სასამართლოს.