ქუთაისში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

ქუთაისის რესურს ცენტრის მონაცემებით საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სკოლას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება, ამას სწავლის პროცესისთის ხელი არ შეუშლია.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის განმარტებით, სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით მშობლების მოთხოვნა არ შესულა, ამდენად ყველა საჯარო სკოლა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

კომენტარის დატოვება