„სოკარში” საწვავის ფასები ჯერ დაიფდა, ახლა ისევ მატულობს – PR სვლა, მომხმარებლის დაბნევა თუ გამიზნული სტრატეგია – რას აცხადებენ კომპანიაში

საქართველოში, საწვავზე ფასები თითქმის ყოველდღიურად იცვლება, უფრო ხშრად კი იმატებს, ვიდრე იკლებს. ასევე იმატებს საზოგადოების პროტესტი, უკმაყოფილება, თუმცა ამ კუთხითაც რაიმე ქმედით ნაბიჯებს ჯერჯერობით მაინც ვერ ვხედავთ. გარდა რამდენიმე საპროტესტო აქციისა, რომელიც ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა. მოსახლეობაში არის რწმენა და განცდა, სავსებით რეალურადაც, რომ საქართველოში საწვავზე ფასები ძალიან მაღალია და რეკორდებს ხსნის.

როგორც საზოგადოებისთვისა ცნობილი, რომ დაახლოებით, ერთი თვის წინ კომპანია ,,სოკარმა“ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა ტიპის საწვავზე ფასები.  დაეკლო კომპანიაში აღნიშნავდნენ, რომ „სოკარი“ საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს, ხარისხიანი და, ამავე დროს, ხელმისაწვდომი საწვავი მიაწოდოს საქართველოს მოქალაქეებს და ბოლო პერიოდში გაზრდილი ფასების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამციროს უკლებლივ ყველასთვის. ეს არის SOCAR – ის პოზიცია, თუმცა რამდენად აისახება ეს განცხადებები რეალურ ნაბიჯებში ამას დრო გვიჩვენებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანია ,,სოკართან“ ერთად სხვა დიდ კომპანიებს, როგორიცაა მაგალითად – ,,ვისოლი“, „გალფი“ და ა.შ, არ გაუიაფებიათ საწვავის ფასი. მაშინ როდესაც, როგორც წესი საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება ზეგავლენას ახდენს ამ სფეროში ყველა კომპანიის საფასო პოლიტიკაზე. ეს ყველაფერი ერთგვარად იწვევს ეჭვს, რომ კომპანია SOCAR-მა  ამ ნაბიჯით გააკეთა ერთგვარი პიარ-სვლა. შესაძლოა, ეს შევაფასოთ, როგორც მომხმარებლებისთვის ,,თვალის ახვევა“ , ვინაიდან  საწვავზე ფასებმა ბოლო პეროდში ისევ მოიმატა და თითქმის პირველად არსებულ ტარიფს დაუბრუნდა, რაც „ენერჯი ქარდით“ ფასდაკლების შემთხვევაში იყო. შეგახსენებთ, რომ „ენერჯი ქარდით“ მისღები ფასდაკლება 9-14 -თეთრიანი იყო, ხოლო საწვავის ღირებულება 3:17 ლარი. რაც შეეხება პიარ-სვლებს და სტრატეგიებს კომპანიაში შეიძლება ითქვას, რომ კიდეც დაგვიდასუტრეს ეს. როგორც „ჯიემთივის“ „სოკარის“ წარმომადგენელმა უთხრა „შეიცვალა სტრატეგია და სტრატეგიის შეცვლასთან ერთად გაიზარდა მომხმარებლების რაოდენობა“ დღეის მონაცემებით პრემიუმის ტიპის საწვავი 3:07 ღირს.

ჩნდება კითხვა, ხომ არ გვაქვს საქმე ციფრებით მანიპულირებასთან და საზოგადოების ერთგვარად დაბნევასთან?!  მაგალითად, კომპანია ,,სოკარის“ შემთხვევაშო თავდაპირველად ფასმა პრემიუმის ტიპის საწვავზე დაიწია  2.98 თეთრამდე. შემდგომ ისევ  გაძვირდა და გახდა 3:07 თეთრი. ამასთან დაკავშირებით SOCAR – ში აცხადებენ, რომ პარასკევსა და შაბათს 5 თეთრიანი ფასდაკლება კვლავ ჩაეშვა, რითც გამოდის 3:02 თეთრი. საბოლოოდ, ვიღებთ, მაინც მომატებულ ფასს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მომატებული ფასების პირობებში (3:17) მოქმედებდა სტანდარტული 9 და 14-თეთრიანი ფასდაკლება. ხოლო,  როცა ფასმა დაიკლო და „ენერჯი ქარდით“  ფასდაკლება გაუქმდა, ახლა კი მოსახლეობისთვის საწვავის ფასი თითქმის იგივე გამოდის (წინანდელი ფასი 3:17- 14= 3:03  ხოლო ახლა კი, 3:07 – 05 = 3:02 )  ამ პირობებში გაურკვეველი ხდება რას ნიშნავს „ფასების ტვირთის“ შემცირება საზოგადოებისთვის.

ამ საკითხთან დაკავშირებით ,,ჯიემთივი ესაუბრა კომპანია ,,სოკარის წარმომადგენელს, თორნიკე ვასაძეს.

როგორც, ვასაძე აღნიშნავს ფასების მატება განაპირობა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდამ.

,,გაზრდილია ნავთობის საერთაშორისო ფასი და საერთო ჯამში ფასების ზრდა სწორედ აქედანაა განპირობებული. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ყველაზე დაბალი ფასს ვინარჩუნებთ დღესაც ბაზარზე ჩვენს პირაპირ კონკურენტებთან, მსხვილ ქსელებთან მიმართებაში. გვაქვს ძალიან კონკურენტული ფასები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან ერთად სხვებმა კომპანიებმაც გაზარდეს ფასები.“ – აღნიშნა ვასაძემ.

მისივე თქმით, რთულია პროგნოზის გაკეთება, ახლო მომავალში გაიზრდება თუ არა ისევ ფასები, რადგან შეუძლებელია ივარაუდო როგორ შეიცვლება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი.

,,პირდაპირ გეტყვით, რომ ახლო მომავალში წარმოდგენა არ გვაქვს რა იქნება იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით ნავთობს ფასი საერთაშორისო ბაზარზე როგორ შეიცვლება. თუმცა, დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ შევცვალეთ საფასო სტრატეგია და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიჭიროთ ეს სტრატეგია და არ შევცვალოთ. გვქონდეს იგივე კონკურენტული ფასები ყოველთვის სხვებთან მიმართებაში“ – განაცხადა თორნიკე ვასაძემ.

მისივე განცხადებით, ,,ენერჯი ქარდს“ შეეხო გარკვეული ცვლილებები, თუმცა ამას მოსახლეობაში უკმაყოფილება არ გამოუწვევი. ვასაძე ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიას ამ მიმართულებით კვლევა არ ჩაუტარებია და ბუნდოვანი ხდება, თუ საიდან გამომდინარეობს ეს დასკვნა.

„Energy Card  ჩვეულებრივად დარჩა აქტიური, უბრალოდ შემცირდა და გაუქმდა ფასდაკლებები. ეს საერთო ჯამში განაწილდა იმაზე, რომ ქსელში დავაკელით ფასები. თუმცა, დაგროვების სისტემა ახლაც ძალაშია. წინა კვირას ჩავუშვით პარასკევი-შაბათის აქცია, 5 თეთრიანი ფასდაკლება.

საბოლოო ჯამში, იქიდან გამომდინარე, რომ კონკურენტული ფასები მაინც შენარჩუნდა, სხვა ჩვენს კონკურენტებთან მიმართებაში მგონია, რომ არ გამოიწვია მომხმარებლებში უკმაყოფილება, თუმცა ამაზე სპეციალური კვლევა არ ჩაგვიტარებია. ვუსმენთ ხოლმე ხალხს და აქედან გამომდინარე გამოვიტანეთ ეს დასკვნა, რომ საზოგადოებას პრობლემები არ შექმნია. როგორც უკვე ვახსენე პარასკევი-შაბათს გვაქვს ახალი აქცია და ვფიქრობ, ამანაც კარგად იმოქმედა საბოლოო ჯამში. რეალურად არ გვქონია უკმაყოფილება.

ფასების მატებასთან ერთად არ იკლებს ხოლმე მომხმარებლების რაოდენობა რეალურად. ამ შემთხვევაში ჩვენ შევცვალეთ სტრატეგია და სტრატეგიის შეცვლასთან ერთად გაიზარდა ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა“ – აღნიშნავს SOCAR-ის წარმომადგენელი, ,,ჯიემთივისთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საწვავზე საკმაოდ მაღალი ფასებია. კიდევ უფრო გაზრდილი ფასი  პრობლემებს მხოლოდ მძღოლებსა და მგზავრებს არ  უქმნის. ბენზინისა და დიზელის გაძვირება, პირდაპირ თუ ირიბად, საზოგადოების უდიდეს ნაწილს აზარალებს, რადგან საწვავის ხარჯი თითქმის ყველა სახის საქონლისა და მომსახურების ფასწარმოქმნაში აისახება.

საკამათოა, თუ რამდენად სამართლიანია საწვავის ფასი საქართველოში, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან, უმუშევრობის დონიდან, ხელფასების რაოდენობიდან თუ სხვა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

იხილეთ საწვავის ფასები