„ფაიზერის“ მარაგის ნაწილს ვადა ნოემბრის ბოლომდე აქვს, ნაწილს დეკემბრის – ათვისებას თავისუფლად შევძლებთ – თამარ გაბუნია

„ფაიზერის“ მარაგის ნაწილს, რომელიც ქვეყანაშია, დღევანდელი მდგომარეობით ვადა აქვს ნოემბრის ბოლომდე და ნაწილს დეკემბრის ბოლომდე – ვფიქრობთ, რომ ნელი ტემპითაც, რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია, მის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორიდნაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციისთვის აუცილებელი იქნება მეტი აქტივობა, გასვლითი ღონისძიებები, მობილური ბრიგადების აქტიური გამოყენება და საგანმანათლებლო კამპანიის გააქტიურება.

„ვაქცინაციის გეგმის სამიზნე იყო მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც ჯამურად 1 700 000 მოქალაქეს ნიშნავს. ჩვენ ცოტა გვაქვს დარჩენილი მილიონი მოქალაქის მოცვამდე, რაც არის ოდნავ მეტი ვიდრე ნახევარი. რეალისტურად ის ვადები, რომელიც დარჩევნილია ვფიქრობ, რომ არის საკმაოდ კარგი ვადები სამიზნის შესასრულებლად, მაგრამ აუცილებელი იქნება მეტი აქტივობა, გასვლითი ღონისძიებები, მობილური ბრიგადების აქტიური გამოყენება და საგანმანათლებლო კამპანიის გააქტიურება. ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არის შეუზღუდავი. იყო გარკვეული მღელვარება ვადებთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად აზრს მოკლებულია, „ფაიზერის“ მარაგი, რომელიც ქვეყანაში არის მის ნაწილს დღევანდელი მდგომარეობით აქვს ნოემბრის ბოლომდე და ნაწილს დეკემბრის ბოლომდე – ვფიქრობთ, რომ ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია, მის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ. ეს ნამდვილა არ არის სანერვიულო, სანერვიულო არის ის, რომ სწრაფად მოვახერხოთ ყველა იმ პირის აცრა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს“, – განაცხადა გაბუნიამ.