ალექსანდრე ახალკაცი: მე ამისათვის არ მიბრძოლია!!!

ალექსანდრე ახალკაცი

მწერალი, უფლებადამცველი, პოლიტპატიმარი

ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები (5 წელი, 5 თვე და 5 დღე) გავატარე რეჟიმთან ბრძოლაში. განსაკუთრებული სისიატიკისა და მოპყრობის ქვეშ. და ამ ბრძოლის ერთადერთი მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის გამოყვანა მიშას ტირანიიდან, რომლის რეჟიმმა იმსხვერპლა 360000 ადამიანი, რომლებმაც უშუალოდ თავის თავზე გამოსცადეს საკონცენტრაციო ბანაკები. 10 ათასზე მეტი ბიზნესმენი დატერორდა და წაართვეს ქონება და ბიზნესი. თითქმის ოცმა პროცენტმა ჩვენი მოსახლეობისამ ნაცების გასამდიდრებლად გამოგონილ ,,საპროცესო გარიგებების” გამო დაყიდეს სახლ/კარი.

და რა ხდება დღეს? ეს ადამიანები ,,ოცნებამ” დაივიწყა, ადამიანები რომლებიც ჩვენ გვდევნიდნენ და გვატერორებდნენ მაღალ თანამდებობებზე არიან შემოსკუპულნი. პროკურატურა თავს იწონებს დაჭერილი 40_ოდე ადამიანით. და სამ თუ ოთხ კაცზე უკან დაბრუნებული ქონებით.

ხალხი, რომელთა ზურგზეც რეალურად გადაიარა 2012 წლის ომმა მიშას დიქტატის წინააღმდეგ დავიწყებულია, თითქოს ეს ომი რომელიმე მინისტრს, ან პარლამენტარს მოეგოს და ის დაავიწყდათ რა ზეწოლის ქვეშ გამოდიოდა ჩვენი ხალხი აქციებზე და მერე არჩევნებზე, რომ ამის გამო საკუთარ ოჯახს სწირავდნენ, რადგან გამარჯვების შემთხვევაში კარგად ვიცით მიშა რა რეპრესიებსაც დაიწყებდა!

მე არ მომწონს ოცნება და ოცნების მთავრობა!!!

მე ამისათვის არ მიბრძოლია!!!

კომენტარის დატოვება