ნინო მეტრეველი ჩინელი ინვესტორების მაღალჩინოსან ლობისტებს ასახელებს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხარაგაულში ჩინელმა ხელმძღვანელებმა ქართველი მუშები ნაჯახით და არმატურებით სასიკვდილოდ სცემეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო მეტრეველი ეხმიანება და ამბობს, რომ აქვს ეჭვი, დამნაშავეები სათანადოდ არ დაისჯებიან.

-„არ აქვს მნიშვბელიბა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, ის ხალხი, ვინც ხარაგაულში ადგილობრივები ცემა, არ დაისჯებიან! დიდი პატრონი ჰყავთ ხელისუფლებაში და იმიტომ.

ჩინურ ბიზნესს, მათ შორის ყველაზე მომგებიანს –  მშენებლობას და ხე-ტყეს დავით საგანელიძე და ლექსო თამაზაშვილი ლობირებენ. (“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საგანელიძემ პრეზიდენტი მარგველაშვილიც კი ასტუმრა ჩინელ პარტნიორებს თბილისში. (ეს კადრები არსებობს)

თბილისის ზღვაზე ე.წ. ჩინური ქალაქის მშენებლობა ნაციონალების დროს დაიწყო და რა თქმა უნდა, ისინი ლობირებდნენ მთლიანად ჩინელ ინვესტორებს. ხე-ტყე შსს-ს წილი იყო. მას, ჩემი ინფორმაციით ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე ლორთქიფანიძე „კრიშავდნენ”. წარმომადგენლად იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ჩოგოვაძე დანიშნეს და 30 ათასი დოლარი დაუნიშნეს ხელფასად. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველგან, მათ შორის ხე-ტყის ბიზნესი ოცნების მამების ხელში გადმოვიდა და მას სათავეში ივანიშვილის „ლუბიმჩიკი“ და ბიზნესპარტნიორი დავით საგანელიძე ჩაუდგა სათავეში. იმ პერიოდში შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო და საგანელიძეს პარტნიორად ღარიბაშვილის ცოლის ძმა, პარლამენტარი ლექსო თამაზაშვილი ამოუყენეს.

ჩოგოვაძე, როგორც ამ საქმეში გამოცდილი, ადგილზე დატოვეს და დღემდე ის უძღვება ამ ბიზნესს. საგანელიძე-თამაზაშვილები მონოპოლისტები გახდნენ ამ ბაზარზე, ყველა სხვა კომპანია ჩაძირეს და ფაქტიურად მარტოები დარჩნენ ამ სარფიან ბიზნესში.

რა შემოდის აქედან ბიუჯეტში, ეს ცალკე გასარკვევია. ამიტომ ვამბობ, რომ ხარაგაულში მომხდარ ინციდენტში მონაწილეები მეეჭვება დასაჯონ ან ხალხის დასანახად რაღაც სასჯელს გამოუტანენ და მერე ქვეყანას გააცილებენ.

ვუთანაგრძნობ ჩემს ხალხს ამ ყველაფერის გამო და ძალიან განვიცდი მათ ჩაგვრას, მაგრამ მათ ეს დამოკიდებულება “დამსახურებულად” მიიღეს. მათ აირჩიეს ოლიგარქები კვლავ ხელისუფლებაში. ილიგარქებისთვის კი მხოლოდ მათი ბიზნესი და დიდი მოგება არსებობს. ქართველი ხალხი მათთვის იაფი მუშახელია!“

კომენტარის დატოვება