ბათუმში ბაზრის მიმდებარედ ძროხის ლეში და ცხენის ხორცი ამოიღეს

ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარედ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძროხის ლეში და ცხენის ხორცი აღმოაჩინა.

ამოღებული ხორცის საერთო მასა დაახლოებით ნახევარ ტონას შეადგენს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ცნობით,  პროდუქცია დახლებზე არ მოხვედრილა. სპეციალისტებმა ის დალუქეს და მოგვიანებით ”სანდასუფთავების” სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაანადგურებენ.

ერთ-ერთი მიკროავტობუსის მეპატრონე ამბობს, რომ არ იცის პროდუქცია ავტომობილში საიდან მოხვდა.

მისი თქმით, ტრანსპორტიდან სიგარეტის საყიდლად გადავიდა, უკან დაბრუნებულმა დაინახა რომ  მანქანა ღია იყო, საიდანაც სურსათის ეროვნული სააგენტო თანამშრომლებს ხორცი გამოჰქონდათ.