სოხუმში სირიელი ხალხის და რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

სოხუმში სირიელი ხალხის და რუსეთის სირიაში განხორციელებული ქმედებების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

ოკუპირებული ახაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობის განცხადებით, აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთის ბრძოლას ტერორისმის წინააღმდეგ და მიესალმება გლობალური უსაფრთხოების დაცვას.

აფხაზეთში რუსეთის სრულუფლებიანი ელჩი სიმიონ გრიგორიევი დარწმუნებულია, რომ ეს აქცია გახდება აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტი. მან აქციის მონაწილეებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მშვიდობისა და მეგობრობის პოლიტიკა გაიმარჯვებს.

კომენტარის დატოვება