„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 51,4%-ით ლიდერობს

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 51,4%-ით ლიდერობს.

კითხვაზე – „ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“, პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 51,4%;

„ნაციონალური მოძრაობა“ 25,9%;

„საქართველოსთვის“ 5,6%;

„ლელო“ 3,4%;

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ 3,3%;

„პატრიოტთა ალიანსი“ 2,6%;

„მოქალაქეები“ 2,1%;

„მესამე ძალა“ 1,7%;

„ლეიბორისტული პარტია“ 1,1%;

„ევროპული საქართველო“ 0,8%;

„გირჩი“ 0,3%;

სხვა პარტიები 1,8%.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-27 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 4505 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი 2%-ს შეადგენს.