გიორგი გახარია: შარშან იმედის დაკვეთით გორბმა იკადრა, რომ ქართული ოცნების ლიდერების საშუალო რეიტინგი დაედო – ამ კვლევის სერიოზულ აღქმაზე საუბარი ზედმეტია

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ,  ტელეკომპანია იმედის მიერ „გორბისთვის“ დაკვეთილ კვლევაზე გააკეთა კომენტარი და შარშანდელი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ამ კომპანიამ ოცნების ლიდერების რეიტინგების ნაცვლად, ლიდერების რეიტინგის საშუალო არითმეტიკული რეიტინგი დადო.

,, დაახლოებით ერთი წლის წინ ზუსტად იგივე ორგანიზაცია „გორბი“ იყო, და თუ არ ვცდები გორბის ხელმძღვანელი ფაჩულია სენაკელი უნდა იყოს სხვათა შორის – მაშინაც იმედმა დაუკვეთა კვლევა, სადაც საუბარი იყო ქართული ოცნების ლიდერების რეიტინგზე. და „გორბი“ ის ორგანიზაციაა , რომელმაც იკადრა, მსოფლიოში ალბათ პირველად – რომ ქართული ოცნების ლიდერების საშუალო რეიტინგი დაედო. კვლევითი ორგანიზაცია რომელიც ლიდერების გასაშუალებულ რეიტინგს დებს – როგორ შეიძლება საერთოდ… იქ ამ კვლევის სერიოზულ აღქმაზე საუბარი ზედმეტია.

სამწუხაროდ , როგორც პროპაგნდისტულ მანქანას, აი ტყუილებს, ცილისწამებას იყენებენ – ზუსტად ასე იყენებენ აი ამ ვითომ რეიტინგებს იმისთვის , რომ ცრუ იმედები შექმნან. ნუ, გააგრძელონ! ამას ახლა ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს – მნიშვნელობა აქვს ადამიანებთან შეხვედრას რასაც ჩვენ ვაკეთებდით და გავაგრძელებთ.’’ – ამბობს გახარია.