კულუარებში ჩაჩიბაიას მოადგილის კანდიდატურაზე ალაპარაკდნენ

უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დაადასტურა, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძეს ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის.

 რაც შეეხება კაპანაძეს, მინისტრის თქმით, გენერალური შატბის უფროსის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, რამაც აუცილებელი გახადა მისი შეცვლა.

უნდა ითქვას, რომ ჩაჩიბაიას კანდიდატურაზე საუბარი კულუარებში უშიშროების საბჭოს სხდომამდე ადრეც იყო, მეტიც, ბევრი დარწმუნებით ამბობდა, რომ გენშტაბის უფროსი სწორედ ვლადიმერ ჩაჩიბაია გახდებოდა.

კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ჩაჩბაიას მოადგილედ შავლეგო ტაბატაძე დაინიშნება და სწორედ ის “წაიყვანსო პარადს”. რამდენად გამართლდება ეს მოარული ხმა , მას მერე გავიგებთ, რაც ჩაჩიბაიას კანდიდარუტა დამტკიცდება.

ჩაჩიბაიას კანდიდატურა დასამტკიცებლად პრეზიდენტს 22 ნოემბერს წარედგინება.

 

 

კომენტარის დატოვება