მერია დღეს გამართულ აქციას ეხმაურება

თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გამართულ აქციას ეხმაურება.

დღეს დილიდანთბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მცირე ჯგუფი შეიკრიბა.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკითხს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჟიოტაჟის შექმნას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, არაერთხელ გაეცა პასუხი ღიად და თემასთან დაკავშირებით ყველა მედიასაშუალებას მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია. თბილისის მერია არ გაცდენია კანონიერების ფარგლებს და იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დამატებითი კითხვები კონკრეტული პირების მხრიდან, მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული არის საზოგადოებრივი სივრცე, სადაც შესვლა თავისუფალია, გვინდა აღვნიშნოთ, რომ აქციის მონაწილეების შენობაში შეჭრა ხელს შეუშლიდა მერიის თანამშრომლების საქმიანობას და ადმინისტრაციული ორგანოს გამართულ ფუნქციონირებას, რაც უსაფრთხოების სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ აღკვეთა.

მერია ფოტოებს ავრცელებს: