ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ეუთო/ოდირი არ იყოს დაფასებული საქართველოში, რადგან ეს არის ძალიან გამოცდილი და პატივსაცემი ორგანიზაცია, დაფასებულია მთელს მსოფლიოში – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ეუთო/ოდირი ძალიან გამოცდილი და პატივსაცემი ორგანიზაციაა, რომელიც აკვირდება არჩევნებს მთელს მსოფლიოში.

აღნიშნული ომენტარით ელჩმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ეთანხმება თუ არა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას, რომ ოდირის დასკვნა ყველასთვის მისაღები უნდა იყოს“.

„საქართველო არის ეუთო-ს წევრი. ეუთო/ოდირი არის ძალიან გამოცდილი და პატივსაცემი ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება არჩევნებს მთელ მსოფლიოში. მისი დასკვნები და შეფასებები ეფუძნება მწყობრ მეთოდოლოგიასა და სტრატეგიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირი გზავნის დამკვირვებლებს, რომლებიც პროფესიონალები არიან. მათი ანგარიშები ეფუძნება სოლიდურ ანალიზებს და ძალიან დაფასებულია მთელ მსოფლიოში. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ საქართველოშიც არ იყოს დაფასებული.

მე არ ვიცი დეტალები სტრატეგიებზე, მაგრამ ვიცი სტრატეგიები, რომლებიც სამომავლოდ უნდა იყოს განსაზღვრული, ესაა ბევრი პრიორიტეტი, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს. საქართველოს მოსახლეობა ფოკუსირებული უნდა იყოს უმუშევრობაზე, მაღალ ინფლაციაზე, მაღალ ფასრბზე. ესაა სტრატეგია, რომელსაც მოსახლეობა უნდა ხედავდეს მთავრობისა და პოლიტიკური ლიდერებისგან, თუ რა სამომავლო ხედვები არსებობს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.