საბა ბუაძე – ვახდენთ რესურსების სრულ მობილიზებას, რომ არჩევნების დღეს „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს საშუალება, ამომრჩევლის ნება დაამახინჯოს

„ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ოპოზიცია მობილიზებულია, რომ არჩევნების დღეს მმართველ პარტია არ მიეცეს საშუალება, ამომრჩევლის ნება დაამახინჯოს.

„ჩვენი მაქსიმალური ყურადღება არჩევნების დღეზეა გადატანილი და ვახდენთ რესურსების სრულ მობილიზებას, რომ არჩევნების დღეს „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს საშუალება, ამომრჩევლის ნება დაამახინჯოს. ამიტომაც, ჩვენ ყურადღების გადატანას არაფერზე ვაპირებთ. რა ეფექტს იქონიებს მისი ჩამოსვლა პოლიტიკურ ვითარებაზე, ეს ცნობილი გახდება მხოლოდ და მხოლოდ მისი ჩამოსვლის შემდეგ. ჩამოსვლა მისი ნებაა“, – განაცხადა ბუაძემ.