“ვისაუბრებთ მშენებლობების პროცესში დაშვებულ ხარვეზებზე”

საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც არსებულ კანონმდებლობაზე, ასევე შშმ პირთათვის სათანადო საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და ადაპტირებაზე იმსჯელეს.
კერძოდ, საუბარი იმ სირთულეებს შეეხო , რომელბსაც შშმ პირები ძველ საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის ე.წ. ,,ხრუშოვკებში“ ლიფტის არ არსებობის გამო აწყდებიან.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, გარემო შშმ პირთათვის სრულად უნდა იყოს ადაპტირებული და ამასთან, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანილი.

-“შშმ პირებისათვის სათანადო გარემოს უზრუნველყოფა პრიორიტეტული უნდა გახდეს.  ეს არ უნდა იყოს ფასადური. უახლოეს პერიოდში მშენებლობების პროცესში დაშვებულ ხარვეზებზე ვისაუბრებთ, ზედამხედველობის სამსახურთან ერთად”-განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.