NASA: უცხოპლანეტელებს დაახლოებით 20 წელიწადში მივაგნებთ

NASA-ს სპეციალისტებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირადდასმულ შეკითხვას გასცეს პასუხი – არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები და თუ კი როდის მივაგნებთ მათ? ასეთი შეკითხვა NASA-ს მეცნიერებს Reddit-ზე ჰკითხეს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

სპეციალისტების თქმით, უცხოპლანეტელებს სავარაუდოდ 20 წელიწადში იპოვის კაცობრიობა.

“მანამ სანამ უცხოპლანეტელების ძებნას დავიწყებთ, ვცდილობთ გავარკვიოთ რომელ პლანეტებზეა სიცოცხლისთვის შესაფერისი კლიმატი”, – თქვა მეცნიერმა ტონი დელ გენიომ.

მეცნიერების მოსაზრებით, უცხო პლანეტაზე არსებული სიცოცხლე მკვეთრად განსხვავდება დედამიწისგან. მათი ვარაუდით, კაცობრიობისთვის აქამდე უცნობი სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს პლანეტა იუპიტერის თანამგზავრ “ევროპაზე”, ასევე სატურნის თანამგზავრ “ენცელადუსზე”.

ოქტომბერში ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა ალან სტერნმა, რომელიც New Horizons-ის მისიის მთავარი მკვლევარია, განმარტა, თუ რატომ არ ჩანან უცხოპლანეტელები.