გახდი წარმატებული სტუდენტი! – “ინტელექტში” თქვენზე მორგებული აქციები დაიწყო!

მოსამზადებელი ცენტრი „ინტელექტი“ აბიტურიენტებს ამზადებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად საჭირო ყველა საგანში:

 

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული)
  • ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი)
  • ისტორია
  • გეოგრაფია
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • მათემატიკა
  • ლიტერატურა
  • სამოქალაქო განათლება

მიმდინარეობს ეტაპობრივად ჯგუფების დაკომპლექტება!

თითოეულ აბიტურიენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე საგანი.

რამდენიმე საგნის აღების შემთხვევაში გათვალისწინებულია ფასდაკლება.

თითოეულ ჯგუფში ისწავლის არაუმეტეს 5 აბიტურიენტი, რაც სწავლების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი გარანტია.

ჩვენთან შესაძლებელია როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მეცადინეობების ჩატარება. გარდა ამისა, „ინტელექტი“ გთავაზობთ დისტანციურ სწავლებას.

სწავლება მიმდინარეობს ყოველდღე, 10:00 სთ – 21:00 სთ-მდე.  სასწავლო დღეების და საათების დადგენა ხორციელდება აბიტურიენტთა მოთხოვნის შესაბამისად, პედაგოგებთან შეთანხმებით. სწავლება მიმდინარეობს ინოვაციური მეთოდით, რომელიც სრულად შეესაბამება ეროვნული გამოცდების სტანდარტებს.

აბიტურიენტებს მოამზადებენ უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში საუკეთესო და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც იზრუნებენ თქვენს განათლებაზე და მოგცემენ შესაძლებლობას, გახდეთ წარმატებული სტუდენტები!

სწავლების პროცესში ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალოგიური გამოცდა თითოეულ საგანში, რაც შესაძლებლობას გაძლევთ შეაფასოთ თქვენი ცოდნა და აიმაღლოთ მოტივაცია.

ცენტრის ყველა კურსდამთავრებული ირიცხება საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. მათმა უმეტესობამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასება და დაფინანსება მიიღო.

ჩვენი ხედვაა ვიყოთ ყველაზე სასურველი აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი ხარისხიანი განათლებისა და კომფორტული გარემოს გამო.

ჯგუფური მეცადინეობის შემთხვევაში, ერთი საგნის სწავლების საფასური შეადგენს 120 ლარს, 2017 წლის 01 დეკემბრამდე დარეგისტრირების შემთხვევაში, გადაიხდით100 ლარს.

მიმდინარეობს რეგისტრაცია!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

591194759

599699196

მის.: თბილისი, ხვიჩიას 17, 0160