მთაწმინდის N28 უბანზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია

ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაცია “უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის”  დამკვირვებელი საქართველოს მაშტაბით ყველა საოლქო კომისიაში მარიამ მინდორაძე დაგვიკავშირდა და მის ხელთ არსებული დარღვევები მოგვაწოდა.

-„მთაწმინდის ოლქში N9 უბანზე, წარმომადგენლებს არ აძლევენ დაკვირვების უფლებას, ყველანაირად ზღუდავენ დამკვირვებლებს, არ ძლევენ უფლებას ტელეპონზე საუბრის, რომ შტაბს მიაწოდონ ინფორმაცია, ამომრჩევლების რაოდენობასთან დაკავშირებით და ასევე დაფიქსირდა 100 ადამიანის გადაცდენა… პატრიოტთა ალიანსის და ბურჯანაძის წარმომადგენლებს 12 საათის მონაცემები იყო 237 ამომრჩეველი ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა 347 ამომრჩეველი, მოითხოვეს ხელმოწერების გადათვლა, რაზეც განუცხადეს უარი და ამასთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი რომელსაც კომისიის მდივანი არ ატარებს ჟურნალში.

N28 საარჩევნო უბანზე ვადაგასული პირადობებით შევიდა 2 ამომრჩეველი რომელსაც კომისიის თავმჯდომარემ მისცა უფლება მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, ასევე საარჩევნო უბანზე შესვლას ცდილობს მარკირებიანი ამომრჩეველი, ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭის ყრა შეუშვან თუ არა ეს ამომრჩეველი უბანზე, ასევე N28 -უბნის გარეთ, არიან ნაც.მოძრაობის კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლებს ჩანთიდან ურიგებენ პირადობებს და შემდეგ უშვებენ უბნებზე… ამ წუთებში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია”.

კომენტარის დატოვება