ტაილანდში 13 აფეთქება მოხდა

Reuters-ის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში ტაილანდში 13 აფეთქება მოხდა. ბოევიკებმა იერიში 4 პროვინციაზე მიიტანეს. მათი სამიზნე პოლიციის განყოფილებები იყო.

ამ ეტაპზე არც ერთ დაჯგუფებას ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა არ აუღია.