წმინდა სპირიდონს ფაჩუჩებს წელიწადში რამდენჯერმე უცლიან, რადგან ისინი ხშირად ცვდება

25 დეკემბერს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები წმინდანს განსაკუთრებით გაჭირვებულთა და უპოვართა დასახმარებლად მიმართავენ.

საეკლესიო გადმოცემით, როდესაც წმინდა სპირიდონს სამების მცნების განმარტება სთხოვეს, მან აგურს  ხელი მოუჭირა, რის შემდეგაც  ცეცხლი  წყალი და თიხა გაჩნდა. წმინდანმა განმარტა, რომ როგორც აგური შედგება ცეცხლის, წყლისა და თიხისგან, ასევე წმინდა სამებაში მამა, ძე და სული წმიდა თანამყოფობენ.

წმინდა სპირიდონის ცხოვრებას არაერთი სასწაული უკავშირდება როგორც მის სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც.  დავრდომილ სნეულთა განკურნება, გარდაცვლილის მკვდრეთით აღდგენა, გველის ოქროდ გადაქცევა, ტაძარში კვერექსის წარმოთქმის დროს ზეციდან  ანგელოზთა გალობა ეს იმ სასწაულების ნაწილია, რაც წმინდანს სიცოცხლეში უკავშირდება.

წმინდანის უხრწნელი სხეული ქალაქ კორფუში, (ბერძნული კუნძული კერკირა) სარკოფაგშია დაბრძანებული. მისი სხეული მუდმივად თბილია და 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს, რაც ყოველთვის იწვევს არამართლმადიდებლების გაოცებას. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სხეული ცოცხალივით გამოიყურება. მართლმადიდებელი მრევლი დარწმუნებულია, რომ თუ წმინდა სპირიდონს დასახმარებლად მოუხმობთ, ის მიდის ყველასთან. წმინდანს წელიწადში რამდენიმეჯერ ფაჩუჩი უცვდება და 3-4-ჯერ უცვლიან და  აცმევენ აბრეშუმის ოქრომკედით ნაქარგს. წმინდანის ფაჩუჩი საქართველოს რამდენიმე ტაძარშიც ინახება.

წმინდა სპირიდონს მრევლი ამ ლოცვით მიმართავს:

“პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი მბრძოლად ძლიერად, საკვირველთ-მოქმედო ღმერთ შემოსილო სპირიდონ მამაო ჩვენო, მკუდარსა ჰკითხევდ რა, მეყუსეულად ხმა გიყო შენ, რამეთუ გველო ოქროდ შესცვალე, და ლოცვათა შენთა ზედა ანგელოზნი გაქვნდეს თანა-შემწედ და თანა-მწირველად შენ, ყოვლად სამღვდელოო, დიდება, რომელმან გადიდა შენ, დიდება, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდება რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

 კონდაკი 1

ღმრთისა მიერ უფროსადგანდიდებულო მღვდელთმთავარო და საკვირველთმოქმედო სპირიდონ, მედღესასწაულენი ყოვლადპატიოსნისა ხსენებისა შენისანი ჟამსა ამას, ვითარცა განმადიდებელისა შენისა ქრისტესა, მომართ მეოხსა მრავლისაშემძლებელსა, ლმობიერად გიგალობთ შენ: ყოველთა ჭირთა და ბოროტებათაგან გვიხსენ ჩუენ, რაჲთა მადლობითა ვხმობდეთ შენდა: გიხაროდენ სპირიდონ, ყოვლადსაკვირველო სასწაულთმოქმედო.”

ჩვენი სააგენტო გილოცავთ წმინდანის ხსენების დღეს! სულიერ და  მატერიალურ სიძლიერეს გისურვებთ!