„აი, რატომ ვუჭერ მხარს ზურაბ ოტიაშვილს…“

ზურაბ ოტიაშვილი დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატია. ის წლების წინ დუშეთის რაიონის გამგებელი იყო და ხალხსაც კარგად ახსოვს მისი მუშაობა.

 რატომ უჭერენ ზურაბ ოტიაშვილს ამომრჩევლები მხარს?

გელა დაიაური

-„ზუსტად იმიტომ ვდგავარ ამ კაცის გვერდით, რომ ვიცი , რა დიდი და სასიკეთო საქმეები გაკეთდა მისი თაოსნობით დუშეთის მუნიციპალიტეტში. ვიცი, როგორს უყვარს ამ კაცს თავისი ქვეყანა.. და არა მარტო დუშეთის რაიონი. დავდგეთ ერთად არა პოპულისტების და ლამაზად მოლაპარაკე ხალხის გვერდით, არამედ მათ გვერდით, ვისაც საქმით დაუმტკიცებია და ამტკიცებს თავისი ქვეყნის სიყვარულს. ვინც მიცნობთ და არ მიცნობთ, მერწმუნეთ, ჩვენის რაიონის და საქართველოს სამსახურში საქმის საკეთებლად უკეთეს კანდიდატს ვერ იპოვით. მე მხარს ვუჭერ ზურაბ ოტიაშვილის კანდიდატურას!

 თამარ არაბული

 -„ყველაზე მთავარი თვისება, რაც ზურაბ ოტიაშილს აქვს, ეს არის ადამიანის მდგომარეობაში შესვლა. როცა ყველა უარს გეუბნება დახმარებაზე, რადგან უკვე უიმედო ავადმყოფის პატრონი ხარ და ყველა ფიქრობს, რა მნიშვნელობა აქვს დღეებს, სიკვდილი მაინც გარდაუვალიაო, ზურა არც გაგრძნობინებს, უიმედობას იმედით გიცვლის. ის მაშინვე ჩნდება უიმედო ავადმყოფებისა და მათი პატრონების გვერდით, ოჯახის წევრად იქცევა და იმხელა ენერგიას გაძლევს, ბოლომდე რომ მედგრად დგახარ.

როცა გავიგე დედას სიმსივნე ჰქონდა, ხუთშაბათი დღე იყო, მამა პირველი ჯგუფის ინვალიდი მყავს, მე მაშინ სტუდენტი ვიყავი. ექიმმა მითხრა, თუ ორშაბათამდე 6000 ლარი არ იქნებოდა, ოპერაცია ვერ ჩატარდებოდა და სიმსივნე გასკდებოდა, დედა გარდაიცვლებოდა. მაშინვე ბანკში გავიქეცი, მაგრამ სესხი არ დამიმტკიცეს, მერე დაქალთან მივედი. სასოწარკვეთილი ვიყავი, ვერაფრით ვშველოდი დედას. დაქალმა მირჩია ზურაბ  ოტიაშვილისთვის მიმემართა, მეც იმ წუთში წავედი დუშეთის გამგეობაში, შევხვდი მას და ყველაფერი მოვუყევი. ჩუმად მისმენდა და დახმარებას დამპირდა. ორშაბათ დილით 9 საათზე უკვე გამგეობაშ ვიყავი, ზურა არ იყო, 6 საათამდე ვიჯექი და ველოდებოდი. მეგონა უკვე აღარაფერი მოხდებოდა და იმედი საბოლოოდ მეწურებოდა. ზუსტად 6 საათზე დამირეკა და მითხრა, რომ დედას ოპერაცია დაუფინანსდა. აღმოჩნდა, რომ ზურა ოტიაშვილმა დედას საბუთები აიღო  აიღო და თავად წავიდა სამინისტროში, ისე, რომ მე არც კი ვიცოდი. მე მას არც კი ვიცნობდი მაშინ, პირველად ვნახე ეს ადამიანი. წლები გავიდა და ეს ადამიანი ჩემს ოჯახის წევრად მიმაჩნია. მე არ ვიყავი ერთადერთი, ასეთ ისტორიას უამრავი ადამიანი მოყვება. მადლობა მას ყველაფრისთვის და მადლობა იმ ადამიანებს, რომლების ზურას დაუჭერენ მხარს. ის ჩვენ გვჭირდება!“

 

 

კომენტარის დატოვება