როგორ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ტექნიკურად

“პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება შესაძლოა მოახდინეს რუსმა ჰაკერებმა და ჩვენი ხელისუფლება  საქმის კურსში იყო”.

პროგრამისტი ლუკა ფეიქრიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმიანება და ამბობს, რომ მთავრობას შეეძლო ამ ყველაფრის თავიდან აცილება. ის პროფესიონალის თვალით აღწერს მოქმედების თანმიმდევრობას და დეტალურად განმარტავს ტექნიკურ მხარეს. ფეიქრიშვილი თავის ეჭვებზე საუბრობს და მთვრობასაც მიმართავს

-„ჩემი აზრით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება მოახდინეს რუსმა ჰაკერებმა და საქართველოდან სპეციალურად რუსეთში გასულმა ადამიანებმა, ჩვენი ხელისუფლება იყო საქმის კურსში და მათი  დავალებით მოხდა ის, რაც მოხდა.

ახლა კი,  რაც შეეხება ვიდეოების წაშლას ან ბლოკირებას, ვამბობდი, ვამბობ და კიდევ ვიტყვი,რომ 15-20 წუთის მანძილზე თქვენ შეგეძლოთ დაგერეკათ ქართულ ინტერნეტ პროვაიდერებთან და ზოგადად „იუთუბის“ ბლოკირება მოგეთხოვათ,სულ რამდენიმე პროვაიდერი გვყავს და ჩაეტეოდით დროში, თუ სხვაგან აიტვირთებოდა ფირი, იგივეს გააკეთებდით და პარალელურად ოფიციალურ წერილებს გააგზავნით გუგლის ადმინისტრაციასთან, ვინაიდან იუთუბზე მოდერაციას გადის ვიდეო, როცა ავა 300 ნახვამდე, ანუ დააგროვებს 300 ნახვას, ამის მერე გადის მოდერაციას, მაგრამ  უყურეთ რა ხდება, იმისათვის, რომ მოატყუო იუთუბის დაცვის სისტემა, თან როცა პორნოს ტვირთავ, საჭიროა შემდეგი რამ – ჯერ უნდა გაუშვა შავ ფონზე რაიმე ისეთი ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელშიც არ არის პორნოგრაფია და ასეც გააკეთეს, ანუ სადღაც შუაში ჩააკვეხეს უშუალოდ სექსი და დასასრულშიც რაღაც ანოტაცია სიტყვიერი გაფრთხილება დაუდეს ანუ მთავარი მასალა შუაში ჩააგდეს პატარა მონაკვეთად და მასე მოტყუვდა იუთუბის დაცვის სისტემა- ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ ფირი პროფესიონალის გაკეთებულია.

ეს ყველაფერი, რასაც ვწერ, არ ვამბობ რომ 100 % ით შეამცირებდა ვიდეოს გავრცელებას, რადგან შეიძლება ვინმეს გადაეწერა და მერე ისე გაევრცელებინა, ამიტომ ასე 100 % ით ვერ გეუბნებით, მაგრამ აქ საუბარი ამაზე არ არის, აქ მთავარი არის ის, რომ უნდა გებრძოლათ, რამე უნდა გეღონათ, უნდა დაგენახებინათ მაინც რომ წვალობთ და ცდილობთ, ცხოვრება ენგრევა ადამიანებს, თან სამუდამოდ და თქვენ სულ ფეხებზე გკიდიათ, აი ეს არის აზრი ჩემი თქვენსადმი ბრძოლის დაწყების.

ამ ყველაფრის გარდა თქვენ შეგეძლოთ გერეპორტებინათ ვიდეო მასობრივად, მაგრამ არც ამაზე შეიწუხეთ თავი,თეორიულად ეს მეთოდი დასაშვებია,პრაქტიკულად დატესტვა უნდა,ხოდა ჩვენ გავაკეთეთ ტესტი, ავტირთეთ იუთუბზე პორნოგრაფიული ვიდეო,რომელიღაც პორნოსაიტიდან გადმოწერილი და გაუშვით იუთუბზე,შემდეგ 20 ექაუნთით დავარეპორტეთ და ვიდეო დაიბლოკა,ჯამში დაგვჭირდა 45 წუთი,  შეგიძლიათ შეამოწმოთ…
აი, ეს არის სიმართლე და ოდესმე აუცილებლად დამტკიცდება!

კი დააკავეს ვიღაც პიროვნებმა, რომელმაც აღიარა, მე ვავრცელებდიო, მაგრამ ის რიგითი პაიკი იყო ან სულაც დაიბრალა გამიზნულად, ეჭვს ისიც იწვევს,  რომ ბრალდებული ასაკიანია და მაგდენი რამე ცოდნოდა და “ეჩალიჩა” რესურსის და შესაბამისი ტექნოლოგიების გარაშე…უბრალოდ წარმოუდგენელია!

კომენტარის დატოვება