“ვუსმინე შს ახალ მინისტრს და უაღრესად დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა…”

სოსო მანჯავიძე

-მოგეხსენებათ, ალბათ, რომ საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნა “წინააღმდეგობის მოძრაობამ'” 2011 წლის დასაწყისში წამოვაყენეთ,დაიწერა კანონპროექტიც ამ მოთხოვნით უამრავი აქცია გაიმართა და. თუ “ქართულმა ოცნებამ” ეს კანონპროექტი მიიღო,ამაში ნამდვილად არის მაშინდელი თანამებრძოლებისა და ჩემი დამსახურებაც.

ამავე დროს,თავიდანვე ვაცნობიერებდი,რომ დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს,თუ იგი საზოგადოებისთვის საშიშია,ხოლო ე. წ. “ქურდული” სუბკულტურული დანაშაული, დამღუპველია ქვეყნისათვის. და უნდა აღმოიფხვრას.

სააკაშვილის რეჟიმის ბოროტება სწორედ იმაშია,რომ დანაშაულთნ ბრძოლის ეგიდით მან შენიღბა რეპრესიები პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაშინებისა ან ძარცვის მიზნით.

არავის აინტერესებდა ადამიანის ბრალეულობა ან ბრალეულობის ხარისხი, დაკავებულთა რაოდენობა უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება მეტი,გამამართლებელი განაჩენი- ნული,სასჯელი -მაქსიმალური.

ამან გამოიწვია ის ,რომ ერთმანეთში აირია დამნაშავე და უდანაშაულო,პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული და თაღლითი,რითიც ამ უკანასკნელებმა პროფესიონალურად ისარგებლეს და სარგებლობენ.

ეს ვითარება ნათლად დავინახე სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მონიტორინგის დროს,რომელსაც მონიტორინგის ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ვახორციელებდი..

უამრავი ავაზაკი და გაიძვერა ცდილობდა ესარგებლა ვითარებით და თავი “რეჟიმის მსხვერპლად” წარმოედგინა.

ძნელი გადმოსაცემია,როგორ გარდაისახა მათი ქცევა უსიტყვო მორჩილებიდან სრულ თავაშვებულებასა და აგრესიაში.

ბევრი გარეთაც გამოვიდა და ისევ ძველ გზას დაადგა.
ამის გამო ნაცებმა საყოველთაო ამნისტიის კრიტიკა დაიწყეს.
არადა,სწორედ მათმა დანაშაულებრივმა პოლიტიკამ მოიტანა ამის აუცილებლობა.
ყველაზე დიდი საოცრება მაინც ნაც-მოძრაობის ტრანსფორმაციაშია. ძალამ,რომელიც პოლიციურ რეჟიმს აშენებდა,დღეს მთელი ყურადღება პოლიციის მუშაობის დეზორგანიზაციაზე გადაიტანა რუსთავი2-სა და თავისი მოკავშირე არასამთავრობოების მეშვეობით.

ძალაუფლებითა და დაუსჯელობით თავგასული სამართალდამცავი ძალიან ცუდი სანახავია,მაგრამ გაცილებით უარესია არასამთავრობოებისა და კოლექტიურ რუსთავი2-ად გადაქცეული მედიისგან გაქეზებული და გათავხედებული ნარკორეალიზატორი,ქურდი, ხულიგანი,, თუ კიდევ ათასი ჯურის თაღლითი.
აქ ოქროს შუალედია საჭირო.

თუ პოლიციელი ისჯება ძალის გადამეტებისათვის,ასევე უნდა ისჯებოდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მედია-საშუალებათა მხრიდან, შესაბამისი სანქციებით.

ასევე არ უნდა იჩქმალებოდეს და საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს სიმართლე იმ მრავალრიცხოვანი საქმეების შესახებ,რომლებიც დიდი ხმაურით იწყებოდა და უეცრადვე ქრებოდა.

ვუსმინე შინაგან საქმეთ ახალ მინისტრს და უაღრესად დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა.
იმედია,მოახერხებს იმის განხორციელებას,რაც დაგეგმილი აქვს.

ოქროს შუალედსაც მონახავს.

ამაში მას მართლაც საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება,როგორც თვითონ არაერთგზის თქვა..