“ხომ არ ხდება სასოფლო სამეურნეო გრანტების პოლიტიზება? ნეპოტიზმს ხომ არა აქვს ადგილი?..”

bpn.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას-„რატომ ტოვებს წარმატებული ფერმერი ნიქოზის ბაღებს“, სადაც ცხინვალთან ახლოს, სოფელ ნიქოზის საოკუპაციო ზონაში მოღვაწე ფერმერ გიორგი მჭედლიძის ისტორია და პრობლემებია მოთხრობილი

იხ. ლინკზე

https://bpn.ge/biznesi/37627-ratom-tovebs-tsarmatebuli-fermeri-niqozis-baghebs.html?lang=ka-GE

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ეხმიანება და სვამს კითხვებს.

-„თუ ეს მართალია, ეგებ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მესვეურებმა აგვიხსნან, რატომ არის იძულებული ეს ადამიანი ამდენი წლის ნამუშევარზე თქვას უარი.

დასაშვებია, რომ წარმატებულმა მემამულემ საქმეზე ხელი იმიტომ აიღოს, რომ მავან მოხელეს არ ესმის საქმის მცოდნე და მშრომელი მემამულის ფასი? სასოფლო სამეურნეო გრანტების განაწილების სისტემაში ყველაფერი წესრიგშია? ხომ არ ხდება ამ გრანტების პოლიტიზება? ნეპოტიზმს ხომ არა აქვს ადგილი?

მე ვიცნობ ამ ადამიანს და ასეთი პროფესიონალი და საქმის მოყვარული დღეს ჩვენში იშვიათია. ჩემს ეზოში დგას მის მიერ გამოყვანილი ნაწნავის სახით ერთმანეთზე გადამყნობილი სამი კაკალი. საოცრებაა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მის შესახებ ინტერნეტში მიაგნოს მასალას“-წერს ფირალიშვილი.